სტელსი ვისაც მოწონს იმათ გაუსწორდებათ, RPG ელემენტები აქვს და ასევე გასამეორებლად სქორინგ სისტემაც, მეც უფრო მომეწონა ვიდრე არა მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ცოტა გაწელილი მომეჩვენა

ხელოვნების მიმართულება და საუნდთრექები ძაან კაია ასევე ბოლოსკენ რომ იზომეტრიული კამერაც ერთვება თამაშში მარა სიუჯეტი, რეალიზაცია და ბიუჯეტი მოიკოჭლებს

Halls of Torment-თან შედარებით ოდნავ ქაოტური და ინტენსიურია, ასევე რენდომიზირებული აითემების შენახვა რომ შეგიძლია ეგეც კარგია

Death Must Die-ს გავს ჟანრობრივად ოღონდ ოდნავ დიდი და მასიური ასევე შედარებით სერიოზული ტონით თუმცა ინვენტარის მექანიკა არც თუ ისე კომფორტულია

სანამ ცურვას და უფასო მაუნთს არ დაამატებენ ამ თამაშს არ მივეკარები, დიელსი უნდა იყიდო მაუნთისთვის რაც p2w და იდიოტობაა რაზე ფიქრობენ დეველოპერები საინტერესოა ამაზონს ფული ისედაც არ აკლია

(მივეკარე და კაი ცურვა ჯანდაბას ფასაკლებაზე შესაძლებელია DLC-ს ყიდვა ვნახოთ მარა ეგეც იმიტო რო მაუნთის გარეშე აზრი არ აქ დიდი დრო მიაქ)

(15 დოლარიდან 30 დოლარი გახდა DLC-ს ყიდვა ანუ გაორმაგდა ფასი :D :D)

არ დავიწყებ ბაგებზე და კომბატ სისტემაზე საუბარს, ამ თამაშზე კიდევ მეტი ბიუჯეტი უნდა დახარჯულიყო ერთ მინუსი ეს აქ ამ თამაშს რეალურად. სიუჯეტში რაღაცეები შეიძლება ზედმეტი იყოს მარა დანიშნულებამდე მიყავხარ და ბოლოს ხვდები რო დეველოპერებს მაგარი გარეკილი აქვთ ვაფშე სხვა ლეველზე არიან. ხელოვნების მიმართულებაზე და მუსიკაზე აღარაფერს ვიტყვი მოწოდების სიმაღლეზეა, ასევე შეუძლებელია სამყარო არ მიამსგავსოთ Silent Hill-ს ზუსტად ასეთი მკვდარი გემო დაკრავს ადგილებს სადაც ხალხი არ არის. თამაში არც ისეთი ადვილია და თან დამღლელიც, ასევე შეიძლება ბევრჯერ დაიკარგოთ, პაზლებიც მოშნად არის, ძირითადად დეტექტიური ამბავია და ბევრჯერ მოგიწევთ ერთ და იგივე ადგილზე სიარული მარა დაბალანსებულია ყველა ასპექტი ჯამში. მტრის სახეობა სულ ოთხნაირია ერთ რომელიც შენთან ტელეპორტირდება და გიტევს, მეორე შენკენ მოდის, მესამე რეინჯიდან გესვრის ნაჯახებს და მეოთხეს ქვედა ტანი ზედა ტანის დუბლიკატია, ასევე არიან ეგრეთწოდებული ბოსები და მათ ასევე შეუძლია თავიანთი კლონების გაკეთება და ისე შეტევა. ფანარი და სინათლე ჩვენი მთავარი იარაღია როგორც პირველ ნაწილში ამით ვებრძვით მტრებს, ასევე Mind Place ეს მექანიკა ესე კარგად დამუშავებული პირველად ვნახე თამაშში, ამ ნიჭიდან გამომდინარე საგა ანდერსონი ალბათ ერთ ერთ საუკეთესო დეტექტივად ითვლება რადგან ყველა ინფრომაციის და ფაქტის დალაგება შეუძლია თავის თავში და თან ისე რომ შენ არ დაიღალო წაკითხვით როცა დალაგდება თვითონვე გამოაქვს დასკვნა და ლაპარკს იწყებს. გრაფიკას რაც შეეხება უმაღლეს დონეზეა და მოშნი კომპიუტერიც უნდა რადგან უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს თამაში. იმედია game breaking ბაგებს დაფიქსავენ აფდეითებში GOTY არის ჩემი აზრით უეჭველი და თან კიდევ 2 დიელსი არის გამოსასვლელი როგორც გავიგე, ეს ის თამაშია რომელიც აუცილებლად უნდა ითამაშო.

FromSoftware-ის ინსპირაციაა მთლიანად მარა მთავარია რომ გამოუვიდათ, ძალიან კარგი და ხარისხიანი თამაშია უბრალოდ ლამაზი ადგილები არის მარა ექსპლორაციაა ნაკლები თუ დოკუმენტებს და ჩვეულებრივ აითემებს არ ჩავთვლით, ასევე გაწელილია რა და ერთი და იგივე ადგილას ბევრჯერ გიწევს ჩხუბი, ასევე რაც კაია არ არის გაუგებარი სიუჟეტი როგორც სხვა სოულსის თამაშებში. რაც არ უნდა გამოუშვან დეველოპერებმა ვიცი რო კარგ თამაშს გააკეთებენ და დაველოდები.

რა რამდენად სწორადაა ისტორიულად ამაზე არ მაქ პრობლემა, პატარაა მარა დასასრულის ფაზამ მაგრად გაასწორა. სიუჯეტის გარდა არაფერი მითამაშია

საინტერესო სამყარო აქ ამ თამაშს და სიუჟეტმა ახალი სტანდარტი დადო New Game+ სახით ვინც დახურავს მიხვდება, ჯამში კარგი თამაშია უბრალოდ ძრავა მოძველებულია და შესაცვლელი

ყოფელი ფეხის ნაბიჯზე ცათსცენა საშინელებაა, ისე თამაში კარგი გასართობია უფრო სერიოზულ და კარგ გაგრძელებასაც ვითამაშებდი დალშე არაფერი განსაკუთრებული

ლამაზი თამაშია დაბალანსებული და ზედმეტი რაღაცეების გარეშე, ზომბ თამაშებში ტოპია

მშვენიერი გრაფიკა, ოპტიმიზაცია, ფიზიკა, კომბატიც კარგია და სიუჟეტიც თავისი მოყოლით, თავიდან ისეთი არაფერი მარა მერე წავა საკაიფოდ იარაღებსაც ხსნი კარტის სქილებიც კარგია და მოკლედ ჩემი აზრით DL2-ს ჯობს

კალისტოსგან განსხვავებული ცოტა სერიოზული ტონი აქვს ამიტომ მომეწონა, კარგი რიმეიქი არის

სასწარულს არ ველოდებოდი მაგრამ კარგი თამაშია ეტყობა რომ იმუშავეს, ხელოვნების მიმართულება და საუნდთრექები მოწოდების სიმაღლეზეა რასაც ვერ ვიტყვით სთორიზე და სთორითელინგზე

NoVR მოდი ვითამაშე და იმედია ოდესმე ვეღირსებით გაგრძელებას. რაღაცეები ამოჭრილი იყო გეიმფლეიში რადგან VR თამაშია და ბოლოსაც უაზროდ გართულდა რესურსი აღარ მყოფნიდა, მოკლედ ჯამში ძალიან კარგი იყო.