FromSoftware-ის ინსპირაციაა მთლიანად მარა მთავარია რომ გამოუვიდათ, ძალიან კარგი და ხარისხიანი თამაშია უბრალოდ ლამაზი ადგილები არის მარა ექსპლორაციაა ნაკლები თუ დოკუმენტებს და ჩვეულებრივ აითემებს არ ჩავთვლით, ასევე გაწელილია რა და ერთი და იგივე ადგილას ბევრჯერ გიწევს ჩხუბი, ასევე რაც კაია არ არის გაუგებარი სიუჟეტი როგორც სხვა სოულსის თამაშებში. რაც არ უნდა გამოუშვან დეველოპერებმა ვიცი რო კარგ თამაშს გააკეთებენ და დაველოდები.

ეს თამაში შედევრია თავის ჟანრში ps1 survival horror silent hill დისტოპიური ანიმე ვერსია. ხელოვნების მიმართულება ძალიან ლამაზია თუმცა ბოლო 1 საათი ერთიდაიგივე ფაზლ სოლვერი გახდა და შევეშვი. ისტორია და სთორითელინგი ჩემთვის გაუგებარია ყურების შემდეგაც

არ დავიწყებ ბაგებზე და კომბატ სისტემაზე საუბარს, ამ თამაშზე კიდევ მეტი ბიუჯეტი უნდა დახარჯულიყო ერთ მინუსი ეს აქ ამ თამაშს რეალურად. სიუჯეტში რაღაცეები შეიძლება ზედმეტი იყოს მარა დანიშნულებამდე მიყავხარ და ბოლოს ხვდები რო დეველოპერებს მაგარი გარეკილი აქვთ ვაფშე სხვა ლეველზე არიან. ხელოვნების მიმართულებაზე და მუსიკაზე აღარაფერს ვიტყვი მოწოდების სიმაღლეზეა, ასევე შეუძლებელია სამყარო არ მიამსგავსოთ Silent Hill-ს ზუსტად ასეთი მკვდარი გემო დაკრავს ადგილებს სადაც ხალხი არ არის. თამაში არც ისეთი ადვილია და თან დამღლელიც, ასევე შეიძლება ბევრჯერ დაიკარგოთ, პაზლებიც მოშნად არის, ძირითადად დეტექტიური ამბავია და ბევრჯერ მოგიწევთ ერთ და იგივე ადგილზე სიარული მარა დაბალანსებულია ყველა ასპექტი ჯამში. მტრის სახეობა სულ ოთხნაირია ერთ რომელიც შენთან ტელეპორტირდება და გიტევს, მეორე შენკენ მოდის, მესამე რეინჯიდან გესვრის ნაჯახებს და მეოთხეს ქვედა ტანი ზედა ტანის დუბლიკატია, ასევე არიან ეგრეთწოდებული ბოსები და მათ ასევე შეუძლია თავიანთი კლონების გაკეთება და ისე შეტევა. ფანარი და სინათლე ჩვენი მთავარი იარაღია როგორც პირველ ნაწილში ამით ვებრძვით მტრებს, ასევე Mind Place ეს მექანიკა ესე კარგად დამუშავებული პირველად ვნახე თამაშში, ამ ნიჭიდან გამომდინარე საგა ანდერსონი ალბათ ერთ ერთ საუკეთესო დეტექტივად ითვლება რადგან ყველა ინფრომაციის და ფაქტის დალაგება შეუძლია თავის თავში და თან ისე რომ შენ არ დაიღალო წაკითხვით როცა დალაგდება თვითონვე გამოაქვს დასკვნა და ლაპარკს იწყებს. გრაფიკას რაც შეეხება უმაღლეს დონეზეა და მოშნი კომპიუტერიც უნდა რადგან უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს თამაში. იმედია game breaking ბაგებს დაფიქსავენ აფდეითებში GOTY არის ჩემი აზრით უეჭველი და თან კიდევ 2 დიელსი არის გამოსასვლელი როგორც გავიგე, ეს ის თამაშია რომელიც აუცილებლად უნდა ითამაშო.

შედარებით ძველი როა ეტყობა თუმცა ბრძოლის სისტემა ასწორებს და ამ მხრივ გეიმფლეი კარგია

RE-ისგან ინსპირირებული ყველაფრით ბიუჯეტური თუმცა შემდგარი თამაშია, მივცეთ შანსი დეველოპერებს და იმედია გაგრძელება გამოვა

კარგი თამაშია თავისი დროში გაჭედვის თემატიკით, გეიმპლეი მექანიკაც კარგია უბრალოდ არ მომწონს რადიო და კითხვა სთორითელინგი. შეიძლებოდა უკეთესი თამაშის გაკეთება ან სტილია ასეთი ან ბიუჯეტი არ ეყოთ

budget story

ვიზუალის და იაპონური სამყაროს გამო ღირს თამაში, ცხოველების ფიქრებს რო კითხულობ ეგეც კაია 3 ვარსკვლავს დავუწერ ამათ გამო მაგრამ არ ეკუთვნის

ზღაპარი + მაგია + ლარა კროფტი + დისნეის ანიმაცია = Kena: Bridge of Spirits

ულამაზესი თამაშია თავისი ისტორიებით, გეიმფლეი ცოტა მეორდება თუმცა ღირს პაზლების და ბოსების გამო თამაში. დასასრული არ იყო გადასარევი თუმცა უფრო მეტი დეტალებისთვის იმედია მეორე ნაწილსაც გამოუშვებენ, ინდი თამაშს ასეთს არ მოველიდი ყოჩაღ დეველოპერებს

კაი თამაში იყო ეს ეხლა და თავის დროზე ხო წარმომიდგენია რა იქნებოდა. სიუჟეტი კარგია, იდეა სერიოზული, დასასრული პიზდეცი (რამოდენიმე დასასრული აქ). დიალოგები და გადაწვეტილებები კაია მარა რაც არ მომეწონა ეს არის ქარაქტერების რეალიზაცია ემოციურად არ გაჯაჭვებს, ცოტახანი გაქ გადაკვეთა ხალხთან და უბრალოდ წინ რო მიდიხარ არ ფიქრობ არავიზე თან გრაფიკაც და ანიმაციაც ქარაქტერების იმ დონეზე არ არის რომ რაიმე ღრმა გრძნობა გამოიწვიოს თუმცა ინგლისური გახმოვანება მაღალ დონეზეა, ნორმალურად მხოლოდ მთავარი გმირის ქარაქტერია გადმოცემული და ალბათ ძაან უნდა ჩაეძიო და ისიც იკითხო დოკუმენტები (რაც მე არ მიყვარს) ან საიდ ქვესთებში ნახო ალბათ. ერთადერთი საიდ ქვესთი მინდოდა გამეკეთებინა და ჰაკინგის ლეველი არ მყოფნიდა კარი რომ გამეღო სხვანაირად ვერ შევდიოდი და შევეშვი ისევ სიუჟეტი გავაგრძელე და რო გავედი ვეღარც მოვუბრუნდი გვიანი იყო. RPG სისტემა იდეალურია სქილებს ხსნი რასაც აზრი აქ სხვა თამაშებთან შედარებით, უბრალო სტატები არაა და აქედან გამომდინარე გეიმფლეი მექანიკა გაძლევს საშუალებას ბევრნაირად მიუდგე მტრებს თუმცა ძირითადად რა ჯანრიცაა სთელს ექშენი. ცოტა უხერხულობა ჩანს გეიმფლეიში ალბათ თამაშის სიძველის გამო და ხელოვნური ინტელექტიც არ არის მოწოდების სიმაღლეზე. სამყაროს ნამდვილად ეტყობა რო მომავალში ხარ, Open World არ არის ლიმიტირებულია მარა გიწევს ქუჩაში სიარულიც და აქაც სამყაროს რეალიზაცია მოიკოჭლებს, ეს ვერსია 2013 ში გამოვიდა მარა 2011 წლის თამაშია და არ მოეთხოვება ბევრი, ჯამში სერიოზული იდეის და ატმოსფეროს მატარებელი თამაშია ერთერთი საუკეთესო საუნდთრექებით რაც თამაშებში მომისმენია. ხო კიდე DLC აქ თამაშს The Missing Link რომელიც მერე გავიგე რო DLC ყოფილა იმიტო რო მთავარ სიუჟეტში მიაბეს და მანდ გადიხარ, ძაან გამეორებადია მარა ნორმალური DLC არის

რაც წინა ნაწილზე დავწერე რეალიზებასთან დაკავშირებით აქ ეგ ყველაფერი უფრო კარგია გრაფიკულადაც უკეთესია რადგან ახალია და უფრო სასიამოვნოა გეიმფლეიც და სამყაროც, კომპოზიტორი იგივეა მარა წინა ნაწილის საუნდები უფრო მომეწონა, ისტორიაც იგივე დონეა რა მარა თითქოს გაწყვეტილია უფრო მეტი შეიძლეობდა გაეკეთებინათ სიუჟეტთან დაკავშირებით, ბოსთან ბრძოლაც მხოლოდ 1 ხელ გიწევს და მოკლედ ისე დამთავრდა რო ეხლა უკვე როცა გამოვა მესამე ნაწილი ამ სერიის სასწაულს ველოდები, ბიუჯეტი უნდა გაიქნიონ ზოგადად გასაგრძლებლად, თვითონ თამაშშიც უფრო მეტია გასაკეთებელი და სამუშაო პერსონაჟებზე ვინ რას რატო აკეთებს რეალიზება უნდა და უნდა განავრცონ, არ შეიძლება ამის გაჩერება 6 წელი გავიდა უკვე. ასე რომ იგივე ქულას დავუწერ რაც წინა ნაწილს ერთი დონეა ჯამში

ფანებისთვის კარგი მულტიფლეიერ თამაშია კარგი გრაფიკით, მარა კაი ხანია ესეთი ბაგიანი ანიმაციები და ცუდი ოპტიმიზაცია თამაშზე არ მინახავს

ისტორია და ანიმაციები არაფერი განსაკუთრებული, თამაშს ეტყობა ბიუჯეტის ნაკლებობა თუმცა სტილმა და ფიქსირებულმა კამერამ გააბათილა ჩემთვის მეგონა აკირა კუროსავას ფილმს ვთამაშობდი მისტიური ელემენტებით და ps2-ის გრძნობა მოიტანა. სქილები თამაშის გასვლის დროს გეხსნება ავტომატურად, ასევე კატანის გარდა შორს გამოსაყენებელი სასროლი სურიკენი, იარაღი და მშვილდისარი გაქვს, მეტი დეტალურად არ ჩავძიებივარ თამაშს. 3 დასასრულია + ერთი დამატებითი სეკრეტ ლოლ https://www.youtube.com/watch?v=io9tbI9IQY8

ანიმაცია და სიძველე უკარგავს ემოციას თამაშს ასევე ინგლისური გახმოვანებაც არ არის მოწოდების სიმაღლეზე თუმცა სიუჟეტი გადაჯაჭვული კარგად არის და იყოს 3 ვარსკვლავი ამის გამო. madison hot

თავისი დროისთვის მოწოდების სიმღლეზე იყო, ეხლაც კარგი სათამაშო არის ადრენალინი იგრძნობა და პარკურიც კარგია

იგივე დონეა რაც აუტომატა ეს პრიქველია უბრალოდ, ცოტა ბავშვური თუმცა ადამიანური და ძალიან ემოციური თამაშია. აუტომატას იმიტო დავაკელი ქულა რომ სთორი რო გახსნა მთლიანად ბევრჯერ უნდა დახურო თამაში რაც ჩემთვის მიუღებელია ესეც ასეა უბრალოდ განსხვავება ისაა რომ აქ ენდინგებია სხვადასხვა აუტომატაში მთლიანი სთორი რომ გაიგო აუცილებლად უნდა გახვიდე ბევრჯერ ისე აზრი არ აქ, მუსიკალური გაფორმებაზეც არაფერს ვამბობ ძაან კაია იმედი მაქ ამ ბევრჯერ დახურვის "პრობლემის" გარეშე გამოვა კიდევ ახალი ნაწილი ამ ფრენჩაიზის